არ მაინტერესებს საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები – სააკაშვილი

01-10-2022 17:06:19 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ერთი წლის თავზე აცხადებს, რომ მსოფლიოში იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება, არ აინტერესებს საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები,

“ტყვეობის 365 დღე. ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი, სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავსვა კითხვა – როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან? სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით”, – ნათქვამია Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და უკრაინის რიგითი მოქალაქე, ასევე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვალდებულია, იყოს იქ, სადაც უკრაინის და საქართველოს ბედი წყდება:

“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ამას ვამბობ როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა. საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან. თავისუფლება, ან სიკვდილი!”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები