Accentnews.ge
სააკაშვილი: „გამოქცეული რუსები საქართველოსთვის დემოგრაფიული საფრთხეა“

სააკაშვილი: „გამოქცეული რუსები საქართველოსთვის დემოგრაფიული საფრთხეა“

03/10/2022 06:28:03 პოლიტიკა

საქართველოს პატიმრობაში მყოფი ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ ზემო ლარსთან შექმნილ ვითარებას და სამხედრო ასაკის რუსების საქართველოში შემოდინებას.

სააკაშვილის თქმით, „რუსი წვევამდელების მასობრივი შემოსვლა საქართველოში დიდ დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის ამ პატარა ქვეყანას“. მეორე მხრივ, ის „არ არის მზად, დაგმოს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მათი შემოშვების თაობაზე, რადგან რაც უფრო მეტი გაწვეული მამაკაცი იქნება საქართველოში, მით ნაკლები უკრაინელი დაიღუპება“. და ეს, ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

ამავდროულად, მან მოუწოდა ქართულ საზოგადოებას „ახალმოსულებს ყოველთვის შეახსენოს, რომ ისინი ოკუპანტები არიან“ და „მკაცრად აკონტრლონ, რომ მათ არ იყიდონ ქართული პასპორტები“, რათა არ ჰქონდეთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველებმა „რაც შეიძლება მეტს [რუსეთის მოქალაქეებს] უნდა შეუქმნან სტიმული, თურქეთში და სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S