Accentnews.ge
"ჩვენ მზად ვართ კომპრომისისათვის, მაგრამ თუ „ჩაბჟირდებიან“ კანდიდატზე, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ასეთი ადამიანი ალბათ, არ იმსახურებს სახალხო დამცველობას"

"ჩვენ მზად ვართ კომპრომისისათვის, მაგრამ თუ „ჩაბჟირდებიან“ კანდიდატზე, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ასეთი ადამიანი ალბათ, არ იმსახურებს სახალხო დამცველობას"

03/10/2022 16:52:57 პოლიტიკა

"ჩვენ მზად ვართ კომპრომისისათვის, მაგრამ კომპრომისის ხარისხსაც გააჩნია. თუ მაინცდამაინც „ჩაბჟირდებიან“ კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე უფლებათა დამცველად იწოდებოდა და პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ასეთი ადამიანი ალბათ, არ იმსახურებს არც კომპრომისულ შეთანხმებას და არც სახალხო დამცველობას", - ამის შესახებ საპარალმენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე „რაღაც ხარისხით“ კომპრომისზე წავიდეს, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციის მე-12 პუნქტი „არ ჩავარდეს“.

„ეს იყო ის უიშვიათესი პრეცედენტი და ჩემთვისაც გასაკვირი, როცა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმაც კი ხმა ვერ ამოიღეს იმდენად სწორად, გამჭვირვალედ და „ზესამართლიანად“ დაკომპლექტდა 9 - კაციანი ჯგუფი, რომელიც ქულათა სისტემით ომბუდსმენობის კანდიდატებს შეაფასებს და შემდეგ ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტს მიაწვდის. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინდა ევრორეკომენდაციის რომელიმე პუნქტი ჩავარდეს. აქაც მინდა, რომ ზედმიწევნით სწორად წავიდეთ, შევასრულოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ კომპრომისის ხარისხსაც გააჩნია. თუ მაგალითად, მაინცდამაინც უკაცრავად გამოთქმისთვის, „ჩაბჟირდებიან“ კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე უფლებათა დამცველად იწოდებოდა და პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ასეთი ადამიანი ალბათ, არ იმსახურებს არც კომპრომისულ შეთანხმებას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით და არც სახალხო დამცველობას და ვერც შეძლებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარაის უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტის წინაშე განაცხადი სახალხო დამცველობის 19-მა კანდიდატმა წარადგინა, მათგან სამი (​გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი) არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს. სხვა კანდიდატები არიან:

  • მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი;
  • ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი;
  • სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
  • ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი;
  • ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე;
  • ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;
  • ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე;
  • გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი;
  • სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი;
  • მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი;
  • ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
  • ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი;
  • ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი;
  • იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველს შეეხებოდა - კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველო ვალდებულია დეოლიგარქიზაციის, პოლარიზაციის შემცირების, სასამართლოს რეფორმირების, მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნის პარალელურად, უზრუნველყოს რომ “ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იყოს გამჭვირვალე, მისი სამსახური კი - ზეგავლენებისგან თავისუფალი.”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S