Accentnews.ge
"რუსეთი, ეს ოკუპანტი ქვეყანა, აწარმოებს ომს უკრაინაში და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას მეორე მხარეს"

"რუსეთი, ეს ოკუპანტი ქვეყანა, აწარმოებს ომს უკრაინაში და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას მეორე მხარეს"

03/10/2022 17:02:00 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევის დაწყების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ოკუპანტი ქვეყანა აწარმოებს ომს უკრაინაში და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას მეორე მხარეს".

"რუსეთი, ეს ოკუპანტი ქვეყანა აწარმოებს ომს უკრაინაში და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას მეორე მხარეს, უკრაინის მხარეს. ეს ხომ ასეა?! დღეს კითხვას მისვამთ, რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ აფხაზეთში მოქმედებები არ განვითარდეს. ერთადერთი ბერკეტი (სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი არ გააჩნია არცერთ ქვეყანას არასდროს, რომელიც ამ მდგომარეობაშია) არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მივიღოთ ზომები - დაფიქსირება და ა.შ. სხვა ბერკეტი, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მოქმედებების აღსაკვეთად არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა", - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

"აფსნიპრესის" ცნობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ პირებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციასა და დე ფაქტო რაიონულ გამგეობებს დაევალათ, უზრუნველყონ სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

იხილეთ ასევე: აფხაზეთში მზად არიან, ომში მონაწილეობისთვის იძულების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობა დათმონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S