Accentnews.ge
"კასიანოვი - საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 990 მოქალაქე, მათ შორის 6980 არასრულწლოვანია"

"კასიანოვი - საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 990 მოქალაქე, მათ შორის 6980 არასრულწლოვანია"

04/10/2022 10:39:54 პოლიტიკა

საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 990 მოქალაქე, მათ შორის 6980 არასრულწლოვანია, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საელჩო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის.

„კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისის ამერიკულმა ჰოსპიტალმა განაცხადა, რომ მიიღო კიდევ ერთი ტრანში ამერიკული სამთავრობო გიგანტური კორპორაციიდან, რამაც საშუალება მისცა გაეგრძელებინა მიმდინარე წლის ივნისში დაწყებული, უკრაინის მოქალაქეების უფასო მომსახურების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის ივნისის ბოლოდან თბილისში ამერიკულ ჰოსპიტალში უკრაინის 2700-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ამავდროულად, ჩატარდა 552 ქირურგიული ჩარევა, 10 ათასზე მეტი ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო სამედიცინო პროცედურების საერთო რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა“, - განაცხადა კასიანოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S