Accentnews.ge
კასიანოვი:  "უკიდურესად სახიფათოა, როცა რომელიმე ქვეყანა თავდაცვის ალიანსების მიღმა რჩება"

კასიანოვი:  "უკიდურესად სახიფათოა, როცა რომელიმე ქვეყანა თავდაცვის ალიანსების მიღმა რჩება"

04/10/2022 11:06:42 პოლიტიკა

"რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში მიგვაჩნია, რომ უკიდურესად სახიფათოა, როდესაც რომელიმე ქვეყანა რჩება თავდაცვის ალიანსების მიღმა და მას არ ჰყავს სანდო მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტური თავდაცვითი მხარდაჭერა", - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინის პარალელურად საქართველომაც უნდა შეიტანოს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი.

მისი თქმით, საქართველოსა და მოლდოვას ამჟამად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უნიკალური შესაძლებლობა აქვთ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპარლამენტარების მოსაზრებას, რომ საქართველოს და მოლდოვას ამჟამად აქვთ უნიკალური შესაძლებლობები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს არის უკრაინის, როგორც ამ პროცესის მამოძრავებელი ძალის წყალობით „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში. თუმცა, უკრაინული მხარე გამომდინარეობს იქიდან, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს თავდაცვის რომელ ალიანსს უნდა შეუერთდეს და როდის. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში მიგვაჩნია, რომ უკიდურესად სახიფათოა, როდესაც რომელიმე ქვეყანა რჩება თავდაცვის ალიანსების მიღმა და მას არ ჰყავს სანდო მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტური თავდაცვითი მხარდაჭერა და ამას ნათლად აჩვენებს ფინეთისა და შვედეთის მაგალითი“, - განაცხადა კასიანოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S