Accentnews.ge
"გვაქვს ბევრი გამოწვევა, გვჭირდება ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს, მთავარ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან"

"გვაქვს ბევრი გამოწვევა, გვჭირდება ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს, მთავარ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან"

04/10/2022 15:15:09 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას მათგან განსხვავებული ხედვა აქვს და რომ საქართველოს სჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე.

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია [სწორად] – ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგია არის მისაღები.

ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს – ეს ღიად დავაფიქსირეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი ასეთი ფორმით გამოხატულება პოზიციების და მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს... ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ბევრი გამოწვევა, ნაწილი ტერიტორიების არის ოკუპირებული, ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ხალხის" ძალის" წარმომადგენლები თავად გაემიჯნნენ „ქართულ ოცნებას" და ამით ყველაფერი ნათქვამია, რადგან განსხვავებული ხედვები აქვთ.

4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ოთხ დეპუტატს,: სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან ხუთი კოლეგა შეუერთდა.

მმართველი "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება პარტიის წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს და მას შემდეგ ძირითადად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებით არიან დაკავებულნი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S