დეგნანი – სამოქალაქო სექტორზე: "შეიძლება, კრიტიკა იყოს არაკომფორტული, თუმცა ისინი არ მუშაობენ კონკრეტული მთავრობისთვის"
05/10/2022 09:23:35 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "სამოქალაქო სექტორის მიერ გამოთქმული კრიტიკა შეიძლება, იყოს არაკომფორტული, თუმცა ისინი არ მუშაობენ კონკრეტული მთავრობისთვის".
"ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე იმიტომ, რომ პარლამენტის ძალიან ბევრი წევრი, იქამდე მუშაობდა სამოქალაქო სექტორში და მათ იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის ამ ორგანიზაციებს. ხშირად, შეიძლება, მათგან წამოსული კრიტიკა იყოს არაკომფორტული, თუმცა ისინი არ არიან იმისთვის, რომ იმუშაონ კონკრეტული მთავრობისთვის, ან პარტიისთვის. მათი მთავარი მოვალეობაა, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. მე ვთლი, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ ბევრი ასეთი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც წლების მანძილზე მუშაობს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით", განაცხადა დეგნანმა.


