Accentnews.ge
"ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური, ანტიქართული კამპანია კიდევ უფრო მკაფიო გახდა და ამიტომაა განსაკუთრებულად საშიში ყველა დღე, ვიდრე ისინი სათავეში არიან"

"ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური, ანტიქართული კამპანია კიდევ უფრო მკაფიო გახდა და ამიტომაა განსაკუთრებულად საშიში ყველა დღე, ვიდრე ისინი სათავეში არიან"

05/10/2022 13:04:33 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, "განსაკუთრებულად საშიშია ყველა დღე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში".

ბოკერიამ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას ანგრევს და მარტო გვტოვებს იმ უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რასაც რუსეთი წარმოადგენს.

„პოსტვიზე", რომელიც ვიცით, რომ ივანიშვილის ტელევიზიაა, განცხადება გაკეთდა, რომ ანტიევროპულ, ანტიამერიკულ კურსს უჭერენ მხარს. ასევე, მისი გამოცალკევებული პოლიტიკური არარაობების, სუბარის და სხვების განცხადება, თურმე ნატო-ში გაწევრიანება არის სუვერენიტეტის შეზღუდვა. ანუ, გაერთიანება, რომელიც იცავს თავისი წევრი ქვეყნების თავისუფლებას, თურმე სუვერენიტეტის შეზღუდვაა. მაგ ლოგიკით, თავისუფალი სამყაროს მხრიდან საერთოდ მოლოდინიც კი, რომ თუ ჩემი წევრობა გსურს, უნდა იყო დემოკრატიული სახელმწიფო, ესეც თურმე სუვერენიტეტის შეზღუდვაა. ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს ეს ამბავი. ეს ყველაფერი უკვე წლებია კატასტროფული მიმართულებით მიდის, უბრალოდ ახლა ეს პროცესი დაჩქარდა. ამიტომაა განსაკუთრებულად საშიში ყველა დღე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში. ეს კურსი ჩვენ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას ანგრევს და მარტო გვტოვებს იმ უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რასაც რუსეთი წარმოადგენს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S