აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია
06/10/2022 06:21:04 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსი საქართველოშია.
იგი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას ესწრება და თავადაც ერთ-ერთი პანელისტია. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის მიერ შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზია.
ბონი ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება გამართავს თუ არა იგი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და რა იქნება შეხვედრების ძირითადი განსახილველი თემა.


