"ჩვენ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის"
06/10/2022 10:01:44 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსი საქართველოსა და უკრაინის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ "ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს". ამის შესახებ მან თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
"შეერთებული შტატები ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის", – განაცხადა ჯენკინსმა.
ბონი დენის ჯენკინსი საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.


