Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაასახელა სტრატეგიული ინტერესის სფეროები, რომელთა თაობაზე ქართულ მხარესთან იმსჯელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაასახელა სტრატეგიული ინტერესის სფეროები, რომელთა თაობაზე ქართულ მხარესთან იმსჯელებს

06/10/2022 10:08:38 პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსმა დაასახელა სტრატეგიული ინტერესის ის სფეროები, რომელთა თაობაზე იგი ქართულ მხარესთან იმსჯელებს.

"მე აქ ვარ, რათა შევხვდე ქართველ ლიდერებს და განვიხილო აშშ–საქართველოსთვის სტრატეგიული ინტერესის რამდენიმე სხვა სფერო. ესაა: საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო და თავდაცვა. ყველა ამ ჩართულობისას, მოუთმენლად ველი გავაჟღერო ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერი გზავნილი იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც ელჩმა დეგნანმა და მისმა საელჩოს გუნდმა განახორციელეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის და საქართველოს მთავრობისთვის ემუშავათ ჩვენთან ამ საკითხების გადასაჭრელად. ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო დროს. შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის უფრო დიდი დეზინფორმაციის სქემის ნაწილი, რათა გადაფაროს სიმართლე და რეალობა ევროპაში არსებული კრიზისისა, რომელიც ერთი ადამიანის მიერ შეიქმნა", – განაცხადა ჯენკინსმა.

ბონი დენის ჯენკინსი საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S