Accentnews.ge
კახაძე – ეკონომიკის მინისტრს: "თუ ვმუშაობთ, რომ ინვესტიციები ჩავდოთ სხვა ქვეყნის საინტერესო პროექტებში"

კახაძე – ეკონომიკის მინისტრს: "თუ ვმუშაობთ, რომ ინვესტიციები ჩავდოთ სხვა ქვეყნის საინტერესო პროექტებში"

06/10/2022 12:28:19 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ლადო კახაძე დაინტერესდა, თუ მუშაობს ქართული მხარე უცხო ქვეყნებში ინვესტიციების ჩადებაზე. ამ შინაარსის კითხვა მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ეკონომიკის მინისტრის მოსმენის დროს დასვა.

"თქვენ ბრძანეთ და ძალიან დამაიდებელი იყო პირველივე ციფრი ყველასათვის - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეკორდულ ციფრზე გავედით. ანუ ქვეყანაში ინვესტიციას არ ჩადებს არავინ, ფულს არ ჩადებს არავინ, თუ იმის სტაბილურობის და განვითარების გარანტიას არ შეისწავლის და ეს გარანტიები მან მოიპოვა. თქვენ ბრძანეთ, რომ მილიარდიანი ის სექტორები, სადაც ინვესტიცია განთავსდა და იქნებ გვითხრათ რომელ სექტორში რა პროცენტულობით განთავსდა ეს დიდი საინტერესო რესურსი? მეორე, ჩვენ თავად თუ გვაქვს სურვილი ან ვმონაწილეობთ ჩვენი ინვესტიციით იმ ბაზარზე, სადაც საინტერესო პროექტი შეიძლება და ამისი რესურსი თუ გაგვაჩნია, ან თუ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ჩვენი რესურსი, გვაქვას ჩვენ ამის პოტენციალი, ჩავდოთ სხვა ქვეყნის საინტერესო პროექტებში და მონაწილეობით დიდი მოგება მივიღოთ?" -მიმართა მინისტრს კახაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S