Accentnews.ge
მეცოლა რუსეთის სანქციების მიმართ ცალკეულ ქვეყნებში არსებული "ხვრელების" გამო „შეშფოთებულია“

მეცოლა რუსეთის სანქციების მიმართ ცალკეულ ქვეყნებში არსებული "ხვრელების" გამო „შეშფოთებულია“

07/10/2022 09:57:33 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, შეშფოთებულია რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელების“ გამო განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც სურთ, ან უკვე დგანან ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში. ამის შესახებ მან პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"მივესალმებით დისკუსიის გამართვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანა იცავდეს სანქციებს", – განაცხადა მეცოლამ.

შეხვედრაზე განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც მათ შორის რუსული ნავთობის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S