Accentnews.ge
ლომჯარია – ხუნდაძეს: "ელჩზე თავდასხმის ნაცვლად, წერილები ევროკავშირისთვის მიგეწერათ და სტატუსი მოგეთხოვათ"

ლომჯარია – ხუნდაძეს: "ელჩზე თავდასხმის ნაცვლად, წერილები ევროკავშირისთვის მიგეწერათ და სტატუსი მოგეთხოვათ"

07/10/2022 14:29:19 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს, აშშ-ის ელჩზე თავდასხმის ნაცვლად, წერილები ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის მიეწერათ და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოეთხოვათ. ამის შესახებ მან პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

"მე არ ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს ასეთი თავდასხმები მოეწყო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორზე და მის წარმომადგენელზე საქართველოში – ელჩზე. უფრო მეტიც, მე ვისურვებდი, რომ თქვენ გაერთიანებას ["ხალხის ძლა"], მაგალითად, წერილები მიეწერა ევროპარლამენტისთვის, ევროპული საბჭოსთვის. ვისურვებდი, რომ ზოგადად დეპუტატები ამ მიმართულებით იყოთ უფრო აქტიურები, წერდეთ წერილებს ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს, სთხოვდეთ, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამბობდეთ, რომ მზად ვართ ყველა ვალდებულება შევასრულოთ. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი უნდა ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, რომელიც გავალდებულებთ, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას“, – განაცხადა ნინო სახალხო დამცველმა.

მანამდე ლომჯარიას „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჰკითხა, მიაჩნია თუ არა სახალხო დამცველს მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ "აშშ-ის ელჩისთვის დასმული კითხვები თავდასხმად და შეურაცხყოფად და ასეთი შეფასებები იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S