"უკრაინის შუამდგომლობა, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დროებით მათთვის იყოს ხელმისაწვდომი, ავტომატურად ვერ დაკმაყოფლდება"
07/10/2022 15:16:04 პოლიტიკა
საქართველოს ვიცე–პრემიერის, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის თაობაზე "უკრაინის შუამდგომლობა ვერ იქნება აღქმული ისეთ შუამდგომლობად, რომ ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს".
„უკრაინის შუამდგომლობას საქართველოსადმი, რომ დაკითხვის თუ გამოკითხვის მიზნებისთვის, პატიმარი დროებით მათთვის იყოს ხელმისაწვდომი, ასეთ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჩვენი კანონით გათვალისწინებული წესებით იხილავს. გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, მისი სუვერენული უფლებების ფარგლებში ისე, რომ ეს შუამდგომლობა ვერ იქნება აღქმული ისეთ შუამდგომლობად, რომ ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს. ამიტომ სიტყვა იუსტიციის სამინისტროზეა, როგორც ერთადერთ კომპეტენტურ უწყებაზე ჩვენს სახელმწიფოში“, – განაცხადა წულუკიანმა.


