Accentnews.ge
"ჯენკინსის გზავნილია ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც 30 წელზე მეტია, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებისთვის შრომობენ"

"ჯენკინსის გზავნილია ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც 30 წელზე მეტია, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებისთვის შრომობენ"

07/10/2022 16:08:25 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებით, გზავნილი რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსმა საქართველოში ჩამოიტანა, "ურყევი მხარდაჭერაა მოქალაქეებისა, რომლებიც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებისთვის შრომობენ".

"საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო და თავდაცვა ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია. ამ სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო მდივნის მაოდგილე ბონი ჯენკინსი შეხვდა. გზავნილი, რომელიც მდივნის მოადგილე ჯენკინსმა შეერთებული შტატებიდან ჩამოიტანა ნათელია. ეს არის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისთვის შრომობს. ჩვენ ვამაყობთ თქვენთან თანამშრომლობით და მზად ვართ დაგეხმაროთ საქართველოს წინსვლისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში", – აცხადებს საელჩო.

შეგახსენებთ, რომ ჯენკინსი საქართველოს 5 ოქტომბერს 3–დღიანი ვიზიტით ეწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S