Accentnews.ge
ჩავუშოღლუ: "რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება"

ჩავუშოღლუ: "რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება"

10/10/2022 06:07:23 პოლიტიკა

რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება და სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ომი ელექტროენერგიას, საწვავს, ბენზინს, წყალსა და საკვებს ფუფუნებად აქცევს, ამიტომ საჭიროა გამოსავალი მოიძებნოს.

„რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება. შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ თავისთავად ვიღებთ, როგორიცაა ელექტროენერგია, საწვავი, ბენზინი, წყალი და საკვებიც კი, ახლა ფუფუნებად იქცევა. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S