Accentnews.ge
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

10/10/2022 08:15:41 პოლიტიკა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტის მიწვევით ბუქარესტს ეწვევა და ოფიციალურ ვიზიტს გამართავს - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ კლაუს იოჰანისისთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკასთან, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს ბუქარესტში კოტროჩენის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

12 ოქტომბერს კი, პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S