სალომე ზურაბიშვილი – უკრაინის ქალაქების დაბომბვას ეხმიანება: "საქართველო უკრაინის გვერდით დგას!"
10/10/2022 09:38:47 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქების დაბომბვას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
"შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!" - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებებს კიევსა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა.


