Accentnews.ge
„ხალხის ძალის“ გზავნილი პირდაპირ აღიარებითი ჩვენებაა, რომ ჩვენ ვღალატობთ ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილის ფული და ძალაუფლება შევინარჩუნოთ"

„ხალხის ძალის“ გზავნილი პირდაპირ აღიარებითი ჩვენებაა, რომ ჩვენ ვღალატობთ ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილის ფული და ძალაუფლება შევინარჩუნოთ"

10/10/2022 11:58:15 პოლიტიკა

„ხალხის ძალის“ გზავნილი არის პირდაპირ აღიარებითი ჩვენება, რომ ჩვენ ვღალატობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილის ფული და ძალაუფლება შევინარჩუნოთო", - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია "ხალხის ძალის" მორიგ ანტიამერიკულ განცხადებას.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მორიგი განცხადების მთავარი გზავნილი არის თავისუფალი სამყაროსი დემონიზება, მტრის და მოყვარის ერთმანეთში აღრევა და საზოგადოების დაბნევა.

"მარტივი შეფასება უნდა გვქონდეს, რომ მოღალატე რეჟიმი გვყავს, რომელიც საქართველოს მომავლის საპირისპიროდ და საქართველოს მომავლის მტრობით ივანიშვილისთვის ძალაუფლების დროებით შენარჩუნების პოლიტიკას აწარმოებს. მისი შედეგი შეიძლება იყოს, და უკვე დგას ამ გზაზე ეს რეჟიმი, რუსეთის დიდი საფრთხის წინაშე საქართველოს მარტო დატოვება. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S