Accentnews.ge
„შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებზე და უდანაშაულო ადამიანებზე უკრაინაში"

„შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებზე და უდანაშაულო ადამიანებზე უკრაინაში"

10/10/2022 13:57:37 პოლიტიკა

„შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებზე და უდანაშაულო ადამიანებზე უკრაინაში", –ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქების დაბომბვას.

მისი თქმით, "ეს განუკითხაობა უნდა შეწყდეს".

„შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებზე და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელ უკრაინაში. ეს განუკითხაობა უნდა შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები დაბომბვის შედეგად დაშავებულებთან არის", - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S