წულუკიანი – სპორტულ ფედერაციებს: "სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა"
11/10/2022 10:24:14 პოლიტიკა
"სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა", – ასე ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელების მიმართვას ხელისუფლებისადმი, გამოეყოს სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად.
წულუკიანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე ერთი კონკრეტული მინისტრი.
„მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, კონკრეტული მინისტრი, ჩემ თავზე ვსაუობრობ ამ მომენტში, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად. არის მოწოდებული ხელშეწყობისკენ თითოეული სპორტსმენის, ადამიანის, ახალგაზრდების. ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


