კლაუს იოჰანისი: "რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"
11/10/2022 10:50:48 პოლიტიკა
რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე აღნიშნა, რუმინეთი გმობს იმ აგრესიას, რომელიც "რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა და ახლა უკრაინაში აგრძელებს".
„გუშინ რუსულმა რაკატებმა კიდევ ერთხელ დაარტყა ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში. მსგავსი თავდასხმები საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაგმონ, ეს არის დაუშვებელი. რუმინეთი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და გმობს ამ აგრესიას. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ გამოვთქვით მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამჟამად რუმინეთი გახლავთ მეორე, ყველაზე მსხვილი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლები, ექსპერტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ჩვენ სიტუაციის მუდმივ მონიტირინგს ვახორციელებეთ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში 2008 წლიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. განგრძნობითი კონფლიქტები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება. მუდმივად ვცდილობთ, რომ დაზარალებულ რეგიონებს და მათ მოსახლეობას დავეხმაროთ. გარდა ამისა, ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებას“,-განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.


