Accentnews.ge
რუმინეთის პრეზიდენტი: "უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა ევროკომისიის რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს"

რუმინეთის პრეზიდენტი: "უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა ევროკომისიის რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს"

11/10/2022 11:04:18 პოლიტიკა

რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა ევროკომისიის რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად რუმინეთში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იოჰანსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ეს საკითხები დანახული იყოს, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხი.

„რუმინეთსაც გრძელი გზა ჰქონდა, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ვხედავთ, იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას. საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა 12 რეკომენდაცია, რომელიც ცნობილია. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა ეს რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს. იმუშაოს, რომ განხორციელდეს მოთხოვნილი ცვლილებები. როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“,-აღნიშნავს რუმინეთის პრეზიდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S