Accentnews.ge
"არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება"

"არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება"

11/10/2022 11:14:50 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება. ამის შესახებ მან რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობის სურვილი და ნება, რომ ამ გზაზე ვიაროთ. [...] არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მეორეს გადააბრალებს ამ საკითხში უშედეგობას. მცდარია წარმოდგენა, რომ შეიძლება შემდეგ გამოხვიდე რომელიმე მხარე გამარჯვებული იმით, რომ მეორეს გადააბრალებ. დღეს ეროვნული ინტერესი თუ სადმე დგას, ეს [ევროინტეგრაცია] არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. დროა, ყველამ შეიგნოს, რომ ეს ეროვნული ინტერესია“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S