Accentnews.ge
"მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ  დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით უნდა დამთავრდეს"

"მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ  დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით უნდა დამთავრდეს"

11/10/2022 11:19:17 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ამის შესახებ მან რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ შემიძლია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა, ამ წუთში უკრაინაში - ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე. ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელთანაც ახლოს ვართ. კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკის, საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ვიცით, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელი არის რუსეთი. ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებში ხდება, სადაც რუსეთი მობილიზაციის განხორციელებას იწყებს, რაც მთელ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე ხორციელდება, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის ეს არის მიუღებელი ფორმა, ეს არის წარსულის ფორმა, რომელიც ვერაფერს ვერ მოუტანს და რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა მას, ვინც ეს აგრესია დაიწყო. არავინ ამას არ დაუშვებს.

მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რამეთუ აქ წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მთელი ევროპის და მე მგონი, ეს ყველას კარგად გვაქვს შეგნებული", – განაცხადა ზურაიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის დაახლოებით, უკრაინის 30 ათასი მოქალაქე ცხოვრობს:

ჩვენთან დაახლოებით, 30 ათასი უკრაინელია, რომელიც დროებით, ან დიდი ხნით საცხოვრებლად გადმოვიდა. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომ ჩვენ მათ საშუალება მივცეთ, რომ მშვიდობიანად იყვნენ და ყველანაირად ხელი გავუწოდოთ მათ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S