აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ამერიკის დახმარება მიმართულია ქართველი ხალხის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის კეთილდღეობაზე"
12/10/2022 08:07:05 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება მიმართულია ქართველი ხალხის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის კეთილდღეობაზე". ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა "აქცენტს" განუცხადა.
"ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს ქართველი ხალხის საჭიროებებისა და მისწრაფებების ხელშეწყობას, რათა მან შეძლოს, გააძლიეროს სისტემები და პროცესები, რაც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს და რეგიონული აგრესორების პირისპირ მყოფ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დაეხმარება. საბოლოო ჯამში, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება ხელს უწყობს მეგობრობისა და ურთიერთობის განმტკიცებას ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ცდილობენ, წინ წაიწიონ საერთო დემოკრატიულ გზაზე და ორმხრივ სარგებელს იღებენ ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობისა და მეგობრობისგან. ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება იყოს გამჭვირვალე, რომ ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და ჩვენმა პროგრამებმა თითოეული ქართველის მომავლის გაუმჯობესება უზრუნველჰყოს", – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი.
იხილეთ ასევე: რის დისკრედიტებას ცდილობს რუსული პროპაგანდა: $4 334 000 000-ის ოდენობის ამერიკული ფინანსური დახმარება საქართველოს


