Accentnews.ge
სახდეპი: "მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა"

სახდეპი: "მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა"

12/10/2022 08:08:06 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა "აქცენტს" განუცხადა.

"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, კანონის უზენაესობა, რასაც დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა შეუწყოს ხელი. ყველა ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობისა და ხალხის გადასადგმელია, მაგრამ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზაზე", – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S