Accentnews.ge
ოპოზიციის ნაწილი – წალენჯიხის მერის მანქანის დაწვაზე: "საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან"

ოპოზიციის ნაწილი – წალენჯიხის მერის მანქანის დაწვაზე: "საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან"

12/10/2022 09:46:02 პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი წალენჯიხის მერის მანქანის გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტს "სავარაუდო ტერაქტად" აფასებს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, "თუ დამნაშავეს დღესვე არ დააკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ამის უკან პრორუსული „ქართული ოცნება“ დგას".

"ჩვენი შეფასებით, საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ. ტერაქტებს უწყობენ მათ, ვინც სიმართლის მხარესაა და არა მათ, ვინც კორუფციულ ჭაობშია ჩაფლული „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“. გია ხარჩილავა არის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო ქართველ ხალხს და ამ ადამიანს მოუწყვეს ტერორისტული აქტი. თუ მყისიერად, დღესვე არ იქნება დაკავებული დამნაშავე, ეს ნიშნავს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან, პირდაპირ და ღიად ვამბობ, დგას პრორუსული „ქართული ოცნება“. მე ყველანაირად მხარს დავუჭერ გია ხარჩილავას. ის ვაჟკაცი, გამბედავი ადამიანია, არასდროს უკან არ დაიხევს და წალენჯიხელებთან ერთად ბოლომდე დაიცავს თავის სიმართლეს და გააგრძელებს მხილების პროცესს. მე ვიყავი წალენჯიხაში და ძალიან კარგად ვხედავ განსხვავებას მერის მუშაობის მოსახლეობასთან წალენჯიხაში და ნებისმიერ სხვა რაიონში, ამას ის არ გადაუხვევს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე აცხადებს, რომ წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტი მისი დაშინების მცდელობაა.

მისი თქმით, "უახლოეს პერიოდში გია ხარჩილავა გეგმავდა "ქართული ოცნების" კორუფციული გარიგებების მხილებას, დაგეგმილი ჰქონდა ამ თემაზე ბრიფინგები და მზად ჰქონდა პროკურატურისთვის გადასაცემი მასალები, რაც მისი ავტომობილის აფეთქების ფაქტს კიდევ უფრო საეჭვოს ხდის".

"ლელოს" განცხადებით, "წალენჯიხის ცენტრში, მერის საცხოვრებელი სახლთან, მისი კუთვნილი ავტომობილის დაწვა პირდაპირ აღიქმება, როგორც „ტერორი და დაშინების მცდელობა“.

„ანალოგიური დანაშაულები კიდევ ერთხელ ქმნის დაუცველობის და ქვეყანაში უკონტროლობის განცდას, სრული პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება შესაბამის უწყებებს და საქართველოს ხელისუფლებას. ოპოზიციის დაშინების მცდელობა ვერ შეუშლის ხელს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ვერ გააჩერებს იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელიც წალენჯიხაში ხორციელდება. "ლელო" კატეგორიულად მოითხოვს, გატარდეს ყველა შესაბამისი ქმედება, რათა უმკაცრესად დაისაჯონ ამ ტერორის ორგანიზატორები“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ამბობს, რომ მას სახლთან გაჩერებული მანქანა დაუწვეს. ამ შემთხვევას იგი თავის საქმიანობას უკავშირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი მერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S