Accentnews.ge
დარახველიძე: "ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა"

დარახველიძე: "ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა"

12/10/2022 12:42:00 პოლიტიკა

"ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა", – ასე ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ФСБ–ს ბრალდებას, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორია გაიარა.

მისი თქმით, "საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს".

ცნობისთვის: რუსეთის ФСБ–მ ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რვა ადამიანი დააკავა, აფეთქების ორგანიზატრად კი უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს ასახელებს.

რუსული ФСБ ირწმუნება, რომ ტვირთის ბულგარულიდან ქართულ პორტში გადმოტანაში და შემდეგ სომხეთში გადაზიდვაში ჩართულები იყვნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალი (დაბადებული 1975 წელს), დენის კოვაჩი (1979) და რომან ივანოვიჩ სოლომკო (1971), საქართველოს საქართველოს მოქალაქე სანდრო ინასარიძე და ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი (1985 წ.).

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ტვირთი 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე განაბაჟეს ერევნის ტერმინალში და მოხდა დოკუმენტების შეცვლა, რის შემდეგაც ტვირთის გამგზავნი გახდა სომხეთში რეგისტრირებული კომპანია „გუ არ ჯი გრუპი“, ხოლო მიმღები მოსკოვში რეგისტირირებული „ლიდერი“.

უწყებისვე ვერსიით, ამის შემდეგ საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა DAF-ით ტვირთმა 4 ოქტომბერს გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი „ზემო ლარსის“ პუნქტში, 6 ოქტომბერს ჩაიტანეს და გადმოტვირთეს კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის საბითუმო ბაზაზე, ხოლო 7 ოქტომბერს რომან სოლომკოს, უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქის – ვლადიმირ ზლობას და რუსეთის 5 მოქალაქის დახმარებით, ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა და გამგზავნად მიუთითეს ქალაქ ულიანოვსკში რეგისტრირებული კომპანია „ტეკ-34“, ხოლო მიმღებად ყირიმში არარსებული ფირმა. 7 ოქტომბერს ტვირთი გადაიტანეს რუსეთის მოქალაქის მახირ იუსუბოვის სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც სიმფეროპოლისკენ გაემართა, 8 ოქტომბერს კი ხიდზე მისი აფეთქება განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S