Accentnews.ge
საქართველოს იუსტიციის მინისტრი: "ქართულ მხარეს უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს"

საქართველოს იუსტიციის მინისტრი: "ქართულ მხარეს უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს"

13/10/2022 06:15:53 პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, "ქართულ მხარეს უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს".

მინისტრის თქმით, მსგავსი ოფიცილაური მოთხოვნა ქვეყანას ამ ეტაპზე არ მიუღია.

„მსგავსი ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ მსჯელობა ჩვენი მხრიდან შესაძლოა გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თქმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S