საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას გმობს
13/10/2022 06:20:40 პოლიტიკა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას გმობს.
რეზოლუცია, რომლის თანასპონსორი, მათ შორის საქართველოა, მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ უკრაინის რეგიონების ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და მოითხოვონ ანექსიის დეკლარაციის დაუყოვნებლივ უკან გაწვევა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ.
კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.


