Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი – გაერო-ს რეზოლუციაზე: "ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ"

სალომე ზურაბიშვილი – გაერო-ს რეზოლუციაზე: "ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ"

13/10/2022 09:38:01 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მირების ფაქტს ეხმიაანება და აცხადებს, რომ "ქვეყანა უკრაინის გვერდით დგას".

„ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა. დოკუმენტის თანასპონსორი, მათ შორის საქართველოა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S