Accentnews.ge
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყარა-მურზას და სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყარა-მურზას და სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა

13/10/2022 19:12:27 პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია“, რომელშიც ევროპელი დეპუტატები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი მოღვაწე ვლადიმერ ყარა-მურზა.

რეკომენდაციის იმავე პარაგრაფში ხაზგასმულია ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.

"ასამბლეა ასევე გამოდის მოწოდებით, რომ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეები გადაიხედოს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში და მოხდეს მათი (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის) გათავისუფლება", – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

კრემლის ოპონენტი პოლიტიკოსი, ვლადიმირ ყარა-მურზა რუსმა სამართალდამცველებმა 2022 წლის აპრილში დააკავეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს მას ვაცლავ ჰაველის პრემია მიანიჭა დემოკრატიული და მშვიდობიანი რუსეთის შექმნისკენ მიმართული გაბედულებისა და მტკიცე ბრძოლისთვის.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S