Accentnews.ge
ჯაფარიძე – კალაძეზე: "არ გადადგება იმიტომ, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ნებართვაა საჭირო"

ჯაფარიძე – კალაძეზე: "არ გადადგება იმიტომ, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ნებართვაა საჭირო"

14/10/2022 07:28:31 პოლიტიკა

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის მერი კახი კალაძე არ გადადგება, რადგან ამისთვის "ნებართვაა საჭირო".

კალაძის გადადგომა მოქალაქეებმა და ოპოზიციის ნაწილმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გუშინ, "ვაკის პარკში", შადრევანში დენის დარტყმის გამო 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

"არ გადადგება, იმიტომ კი არა რომ …იმიტომ რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, არც მას, არც რომელიმე სხვა ყაველაშვილს, არავინ ეკითხება გადადგომას. ნებართვაა საჭირო", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დენმა დაარტყა, სტაბილურია. ბავშვი იაშვილის კლინიკაში რჩება. იგი კონტაქტურია და სავარაუდდო, რამდენიმე დღეში გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მომხდარის გამო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერ კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.

ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.

12 ოქტომბერს განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S