Accentnews.ge
კომისიამ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასება დაასრულა

კომისიამ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასება დაასრულა

14/10/2022 07:56:22 პოლიტიკა

პარლამენტში შექმნილი ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. თითოეული კანდიდატი 9-კაციანმა ჯგუფმა ოთხი კრიტერიუმით შეაფასა 0-დან 10 ქულამდე, გასაუბრების გარეშე.

პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, თუ რომელმა კანდიდატმა რამდენი ქულა დააგროვა:

  • ანა აბაშიძე - 321
  • ნაზი ჯანეზაშვილი - 288
  • ნუგზარ კოხრეიძე - 237
  • გიორგი ბურჯანაძე - 231
  • სერგო მახარაძე - 223
  • მარიკა არევაძე - 221
  • თინათინ ერქვანია - 221
  • გიორგი მარიამიძე - 171
  • ლელა გაფრინდაშვილი - 166
  • ქეთევან ჩაჩავა - 154
  • სოფიო დემეტრაშვილი - 152
  • ნიკოლოზ ნიკოლაძე - 105
  • ალექსანდრე კობაიძე - 78
  • იაგო ხვიჩია - 62
  • ჯემალ ნათელაშვილი - 56
  • ლევან კოკორაშვილი - 53
  • გიორგი ცობეხია - 53
  • მაკა მინდიაშვილი - 17
  • ევგენია თავაძე - 4

სახალხო დამცველთა კანდიდატებიდან 3 არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელა, მათ შორის არიან "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე და მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს “მდიდარი NGO-ების კლანი” უწოდა და თქვა, რომ მათ “სრულიად დახურულ რეჟიმში, კლანის პრინციპებით შეარჩიეს კანდიდატები, რაც მიუღებელია და კარგად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას პროცესისადმი".

სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S