Accentnews.ge
„ლელო“ მოითხოვს, პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს

„ლელო“ მოითხოვს, პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს

17/10/2022 08:36:45 პოლიტიკა

„ლელო“ მოითხოვს, პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ პარტიის მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს. ამის შესახებ “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება”, რომელიც თვითონაა კორუფციის ცენტრი, არ ფიქრობს, რომ ეს არის ქვეყნის პრობლემა".

“უკვე 5 დღეა, საზოგადოება, ქვეყანა, ქალაქი გლოვობს დაღუპული ბავშვის სიცოცხლეს, რომელიც გახდა მსხვერპლი. მსხვერპლი, ისევე როგორ არაერთი სხვა ადამიანი იმ მთავარი ბოროტების, რაც საზოგადოებას სჭირს და ეს არის კორუფციის პრობლემა. არ შეიძლება რეაგირების გარეშე დავტოვოთ ეს, ასევე პარლამენტმა, რომელიც უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები უზაროდ არ იღუპებოდნენ, მათ შორის ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები, უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დავამარცხოთ სიმსივნე, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს და კლავს და ამას ჰქვია კორუფცია. თითქმის ერთი წლის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაანიცირა საკანონმდებლო ინიციატივა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. დღემდე “ქართულმა ოცნებამ” არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ინიციატივა განიხილოს, მაშინ, როდესაც კორუფცია კლავს ადამიანებს და მაშინ, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ კორუფციას არ ვებრძოლეთ ამ ქვეყანას ევროკავშირში მომავალი არ აქვს, მაგრამ “ქართული ოცნება”, რომელიც თვითონაა ცენტრი ამ კორუფციის, არ ფიქრობს, რომ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება მომხდარზე კახა კალაძის პასუხისმგებლობას, სამადაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S