Accentnews.ge
სანდუ – ზურაბიშვილს: "ვიმედოვნებ, თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს ჩვენს ურთიერთობებში"

სანდუ – ზურაბიშვილს: "ვიმედოვნებ, თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს ჩვენს ურთიერთობებში"

17/10/2022 09:04:04 პოლიტიკა

მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვიმედოვნებ, თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში და იქნება ახალი იმპულსი კონტაქტებისა, მიმოცვლისა სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, უკვე 8 წელია უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ჩვენმა ქვეყნებმა პირველივე დღიდან დაგმეს არაპროვოცირებული თავდასხმა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ათობით ქალაქი და სოფელი და გააძევეს ათიათასობით ადამიანი თავიანთი სახლებიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთავაზობთ მხარდაჭერას და თავშესაფარს იმ უკრაინელებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში გამოექცნენ ომს. [...] სირთულეების მიუხედავად, რომელსაც ვაწყდებით ჩვენს ქვეყნებში, საქართველოს და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება და მომავალი მშვიდობასა და კეთილდღეობაში მათი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, გვსურს გავაძლიეროთ მთავრობათაშორისო კომისიის თანამშრომლობა, იქნება ეს ეკონომიკის კუთხით, სხვადასხვა კონტაქტების გაძლიერების კუთხით თუ სხვადასხვა ადამიანური რესურსების კუთხით. გვსურს გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ პროპაგანდას და დეზინფორმაციას“, - განაცხადა მაია სანდუმ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. დახვედრის ცერემონია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსაც. მოლდოვაში საქართველოს ელჩ ლევან დიასამიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განიხილება, როგორებიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S