Accentnews.ge
სანდუ: "ქართველებისა და მოლდოველების ვალია, შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება"

სანდუ: "ქართველებისა და მოლდოველების ვალია, შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება"

17/10/2022 09:10:11 პოლიტიკა

მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, საქართველომ და მოლდოვამ ყველაფერი უნდა გააკეთონ "ევროპული ოცნების" შესასრულებლად. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, რომ შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება, ჩვენი ხალხების ევროპული ოცნების შესრულება. ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა თავისუფლად განვვითარდეთ უსაფრთხოების და კეთილდღეობის ფარგლებში. დიალოგი, ორმხრივი თანამშრომლობა, ღირებულებებისა და გამოცილებების გაზიარება გახლავთ ევროპული ინტეგრაციის ნაწილი, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყნებს გააძლიერონ თავიანთი ევროპული კურსი.“, - განაცხადა მაია სანდუმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S