სანდუ: "უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა, ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ გაიმარჯვოს"
17/10/2022 09:16:07 პოლიტიკა
უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია.
"საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებული მშვიდობა და წესრიგი კიდევ ერთხელ აღვადგინოთ, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა საერთაშორისო სამართლის მიმართ და იმის მიმართ, რომ ქვეყნებს თავად შეუძლიათ საკუთარი ბედის გადაწყვეტა. მხოლოდ ასე შეგვიძლია უზრუნველვყოთ განგრძობითი მშვიდობა ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში“, - განაცხადა მაია სანდუმ.


