ზურაბიშვილი: "ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და ჩვენი ევროკავშირთან გაერთიანებით"
17/10/2022 09:34:09 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და ჩვენი ევროკავშირთან გაერთიანებით". ამის შესახებ მან მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან გაიხსენა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს "ასოცირების ტრიოს" სამიტი პეტრას ციხეში და თქვა, რომ ეს გზა ევროკავშირთან გაერთიანებით დასრულდება.
"ღრმად მჯერა, სამივე ქვეყანა, რომლებმაც მივიღეთ ასოცირება პეტრას სამიტიდან, "ტრიოს" ფორმით და დავიწყეთ ევროინტეგრაციის აქტიური ფაზა, ვნახავთ ამ გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის. ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრიოს წევრები ევროინტეგრაციის კუთხით ერთსა და იმაზე პერსპექტივაში რჩებიან და ერთი და იმაზე გზაზე მიდიან, "ჩვენი ცოტა სხვა კალენდარში ჯდება, 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. მოლდოვას და უკრაინას აქვთ ასევე თავიანთი რეფორმები ჩასატარებელი".
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრიანასა და უკრაინელ ხალხს.


