Accentnews.ge
"გვსურს, საქართველოს მთავრობამ ისაუბროს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის"

"გვსურს, საქართველოს მთავრობამ ისაუბროს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის"

17/10/2022 18:28:38 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ "სურს, საქართველოს მთავრობამ ისაუბროს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ რომ საქართველოს ჩათრევა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში. ეს არ არის მართალი. მე კიდევ ვიმეორებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის. რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია", – განაცხადა კინზინგერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S