"თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი, საარჩევნო ბარიერის საკითხის განხილვას 2023 ან 2024 წელს მივუბრუნდებით"
18/10/2022 09:50:38 პოლიტიკა
ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, არავითარი ვალდებულება არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციის მხირდან მზაობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხს მომავალ ან 2024 წელს განიხილავენ.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს, ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, გაუქმებულია და ანულირებულია გასულ საუკუნეში. აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუმცა თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, ჩვენ სავარაუდოდ, ამ საკითხის განხილვას მივუბრუნდებით მომავალ წელს ან 2024 წელს. მანამდე, ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა კობახიძემ.


