Accentnews.ge
"იმის ნაცვლად, რომ კახა კალაძეს რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული"

"იმის ნაცვლად, რომ კახა კალაძეს რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული"

19/10/2022 10:35:55 პოლიტიკა

ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე შეტევაზეა გადმოსული იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება სწრაფად მიეღო.

„დღეს კიდევ ერთი დაგვირგვინება ვიხილეთ ამ ძალიან უტიფარი, საზოგადოებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, რასაც ივანიშვილის რეჟიმის ეს წარმომადგენელი, კალაძე ამ ტრაგედიის ფონზე ავლენს. იმის ნაცვლად რომ, რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული, მათ შორის, იმ ფონზე, რაც გუშინ მოხდა, როცა ამ ტრაგედიაში მონაწილე ბავშვის პროპაგანდისთვის გამოყენების მცდელობა ჰქონდა. ეს ყველაფერი ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი ძალიან ამაზრზენად გამოიყურება, სამწუხაროდ. ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რას გვიქადის მთლიანად ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიც არის კალაძე და რატომ არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა, რომ ამ გზით ეს ქვეყანა აღარ წავიდეს და ეს რეჟიმი ჩამოსცილდეს ხელისუფლებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S