სამადაშვილი: "ყველა კანდიდატის დასახელება „ოცნებას“ სასურველი კანდიდატის ლობირებას გაუმარტივებს"
19/10/2022 14:14:05 პოლიტიკა
ყველა კანდიდატის დასახელება „ქართულ ოცნებას“ გაუმარტივებს იმას, რომ ლობირება გაუწიოს მათთვის სასურველ კანდიდატს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს” წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატებს შორის არიან ისეთი პირები, რომლებსაც შეიძლება „ქართული ოცნება” მალულად ლობირებს და უჭერს მხარს, ის, რომ ყველა იქნება დასახელებული, „ქართულ ოცნებას” გაუმარტივებს იმას, რომ ლობირება გაუწიოს მათთვის სასურველ კანდიდატ", – განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ლელო” კენჭისყრის დროს მხარს დაუჭერს იმ კანდიდატებს, რომლებიც დასახელდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტისთვის 19 კანდიდატის, ანუ ყველა იმ პირის წარდგენას გეგმავს, რომლებმაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისთვის განაცხადი შეიტანეს.
პროცედურის მიხედვით, 9-კაციანი კომისიის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან ფრაქციების და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანს ჯგუფს შეეძლება, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელოს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებიც არ უნდა იყვნენ 7-ზე ნაკლები.


