Accentnews.ge
სამადაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრს: "გაგვიზიარეთ, ევროკომისიის 12-პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალიდან რომელი პუნქტებია  შესრულებული"

სამადაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრს: "გაგვიზიარეთ, ევროკომისიის 12-პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალიდან რომელი პუნქტებია  შესრულებული"

20/10/2022 10:58:58 პოლიტიკა

„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სამი კითხვით მიმართავს.

დეპუტატი, მათ შორის დაინტერესდა, რა მოლოდინი აქვს მინისტრს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე:

"გაგვიზიარეთ, 12-პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალიდან რომელი პუნქტებია დღეს შესრულებული. რა არის თქვენი მოლოდინი - საგარეო საქმეთა მინისტრი ხართ და პრივილეგირებული ინფორმაცია უნდა გქონდეთ იმის შესახებ როგორია ევროკომისიის შუალედური შეფასება - მორიგი კრახი ელოდება ქვეყანას წლის ბოლოს თუ თეორიული შანსი არსებობს. თუ არის შანსი, მაშინ გვითხარით, რატომ. ასევე, თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელი მოთხოვნები შესრულდა, ან რომელს აქვს შანსი, რომ შესრულდეს?".

სამადაშვილის მეორე კითხვა რუსეთს, ხოლო მესამე დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით მინისტრის პოზიციას შეეხებოდა:

"მაინტერესებს მოვისმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრის მკაფიო პოზიცია - თქვენი აზრით, არის თუ არა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმი. ამის შესახებ დასავლეთში არაერთმა პარლამენტმა მიიღო განცხადება, ევროპარლამენტი კი ნოემბრის სესიაზე აპირებს მიღებას. თქვენ როგორ აფასებთ ამას - ჩადენილი აქვს თუ არა პუტინის რეჟიმს ომის და კაცობრიობის წინაშე დანაშაული უკრაინაში და მანამდე ჩვენს ქვეყანაში? შემდეგი კითხვა ეხება თქვენს პოზიციას დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით - იზიარებთ თუ არა თქვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რომ სანქციების რეჟიმს არანაირი შედეგი არ მოაქვს და თუ ეს ასეა, როგორ აპირებთ, რომ შეაკავოთ მაგალითად, ლუკაშენკო. საერთოდ, რა პოლიტიკას ატარებთ, რა იყო თქვენი პასუხი ლუკაშენკოს ვიზიტზე, რა გვემუქრება ამ მიმართულებით“.

ცნობისთვის: პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S