Accentnews.ge
ელისაშვილი – დარჩიაშვილს: "ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი"

ელისაშვილი – დარჩიაშვილს: "ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი"

20/10/2022 11:07:09 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართველი დიპლომატების ნაწილს ელჩად არ დანიშნავდა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

„ფაქტია, პატარა ღარიბი ქვეყანა ვართ. ელჩი ყველგან არ გვყავს. ვიცით, რომ ზოგიერთი ელჩი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას ფარავს, მაგრამ ისიც ფუფუნებაა, რომ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ბევრ ქვეყანაში ელჩებით არის წარმოდგენილი და წესით ისინი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და ყველანი სახელმწიფოს სამსახურში უნდა ათენებდნენ და აღამებდნენ. მე პირადად დიდი კვლევა არ ჩამიტარებია, რამდენიმე ვიზიტით პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ვიყავი და რამდენიმე ელჩს შევხვდი. ზოგიერთით აბსოლუტურად აღტაცებული ვიყავი და ვარ, ზოგიერთ ელჩს კი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ელჩად კი არა, ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი. მე მაინტერესებს, გაქვთ თუ არა რაიმე კრიტერიუმები, როგორ აფასებთ ვინ მუშაობს კარგად, ვინ ცუდად და ვინ რით არის დაკავებული. რა კრიტერიუმები გაქვთ, რომლითაც იტყვით, რომ ეს არის ყოჩაღი, დაწინაურებას იმსახურებს, ვიღაცა დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და ა.შ. მხოლოდ ჭორები რომ არ მესმოდეს ხოლმე სხვადასხვა ელჩთან დაკავშირებით", - მიმართა ელისაშვილმა დარჩიაშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S