ქარუმიძე: "ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც სანქციები დაუწესა ქართველებს, პირველი რუსეთია"
20/10/2022 13:56:13 პოლიტიკა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.
„ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც სანქციები დაუწესა ქართველებს. რუსეთის შემდეგ მეორე“, - წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში.


