Accentnews.ge
კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა აშშ, შეუერთდეს უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს

კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა აშშ, შეუერთდეს უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს

20/10/2022 14:30:16 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა აშშ შეუერთდეს უკრაინის მიერ რიგი პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, როგორც ამისკენ კიევი მოუწოდებს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს.

“რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ და ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებსაიტზე და არ ხდება ამის წინასწარ განხილვა”, - განაცხადა დეგნანმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი უკრაინის მიერ სანქცირებულთა შორის მაშინ, როდესაც ეს მისი გარემოცვის წევრებს შეეხოთ.

„ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიემართოს“, - უპასუხა დიპლომატმა.

ცნობისთვის: უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა.

19 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს.

ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.

ამასთან, სანქციები შეეხება კიდევ სამ ქართველს — ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომელიც ფლობს ფოთის პორტს, "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და ა.შ, ასევე, ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S